„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5542
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება № 5542

201 2 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3):

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველო.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) მომსახურების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ბ) მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავება;

გ) მომსახურების ხარისხის მართვის ეფექტური ტექნოლოგიების/მექანიზმების შემუშავება, დანერგვის ინიცი ი რება და სამუშაო პროცესში მონაწილეობა;

დ) მოქმედი პროცედურების დახვეწის მიზნით, მომსახურების პრობლემების/ხარვეზების შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად განხილვა და პრობლემების გადაჭრის გზების წარდგენა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის;

ე) მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლების კვალიფიკაციის შესაბამისობის კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადებისა და გადამზადების ინიცი ი რება;

ვ) მომხმარებელთან ურთიერთობის კორპორატიული სტანდარტების შემუშავება შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და დანერგვა;

ზ) მომსახურების ხარისხის მართვის სახელმძღვანელოსა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიცი ი რება და შემუშავება;

თ) მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა;

ი) განხორციელებული კვლევების შედეგების ანალიზი და მომსახურების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ . ებანოიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.04.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 02.04.2012. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №5542. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016054.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ, №5542, 02.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1630426/