„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2796
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება №2796

2012 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3):

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პროფესიული განვითარების სამმართველო.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პროფესიული განვითარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტაჟირების გავლის ორგანიზებას, სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამსახურის მიერ შერჩეული ორგანიზაცია;

ბ) შემოსავლების სამსახურის სისტემის ასისტენტებისა და სტაჟიორებისთვის ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება, პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;

გ) შემოსავლების სამსახურის თითოეული სტრუქტურული ერთეულისთვის ასისტენტების ან/და სტაჟიორების პროფესიული მომზადება, მათ შორის:

გ.ა) სასწავლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ.ბ) სწავლების პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობის მონიტორინგი;

გ.გ) პიროვნული და პროფესიული ტრენინგების საჭიროების გამოვლენა;

გ.დ) პიროვნული და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება;

გ.ე) სწავლებისა და ტრეინინგის შედეგების შეფასება და ანალიზი.

დ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიღებული ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროგრამების შემუშავება და ადაპტაციის პროცესის მართვა;

ე) შემოსავლების სამსახურის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში არსებული პოზიციებისათვის (საშტატო ერთეულებისთვის)პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება და პროცესის მართვა.“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ.  ებანოიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 01.03.2012. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №2796. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016036.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №2796, 01.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1602852/