„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20833
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016180
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №20833

2012 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში დამატებ ები ს შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებ ით დამტკიცებულ:

 ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულებ ის “ (დანართი №9):

ა.ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მის მიერ შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დაბრუნებასთან დაკავშირებული დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მისი წარდგენა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის;

2) „შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება ს .“;

ა.ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ქვეპუნქტები:

„გ1) გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მის მიერ შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დაბრუნებასთან დაკავშირებული დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მისი წარდგენა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის;

2) „შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება.“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11):

ბ.ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ 1“ ქვეპუნქტი:

„რ1 ) კომპეტენციის ფარგლებში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარა თის “ კორექტირება ს .“;

ბ.ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ5 “ ქვეპუნქტი:

„თ5 ) კომპეტენციის ფარგლებში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება.“;

ბ.გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ3 “ ქვეპუნქტი:

„ლ3 ) კომპეტენციის ფარგლებში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ჯ. ებანოიძე