„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12251
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №12251

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის ა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი;

„გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონ ის “ სტრუქტურული ქვედანაყოფია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება.“;

ბ) მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს;“;

გ ) მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

     „მუხლი 15. საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება

საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისის და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის “ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება ახორციელებს:

ა) ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;

ბ ) ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას;

გ ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;

დ ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე