„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№759
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 174, 26/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №759

2006 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წელი, №38, მუხლი 308) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს ადმინისტრაცია;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) სამსახურებრივ შემოწმებასა და შემდგომ რეაგირებას სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე;“;

გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს ადმინისტრაცია, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით:

გ.ა) საქმისწარმოების სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა, სამინისტროს არქივის მართვა;

გ.ბ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

გ.დ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება, შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა;

გ.ე) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ.ვ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების მომზადება, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №759. სარეგისტრაციო კოდი — 120.010.000.08.002.004.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №759, 25.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99556/