"ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N08.32.412 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31.16.1448
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 30/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №31.16.1448

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის  მთავრობის 2010 წლის 30 მარტის № 08.32.412 დადგენილებაში ცვლილებ ისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის № 08.32.412 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდებაში (დებულებაში) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები :

ა) წესდების (დებულების) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოების შესრულება ან/და შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავი ქონების აზომვითი სამუშაოების დაკვეთა;“;

ბ) წესდების (დებულების) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) დაინტერესებული პირისთვის (ქ. თბილისის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასადასტურებელი ვალდებულებ(ებ)ის ან/და მოსახსნელი შეზღუდვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია საკითხი განსახილველად წარუდგინოს ქ. თბილისის მთავრობას;

ს) დაინტერესებული პირისთვის (ქ. თბილისის მერიის (მთავრობის) მოვალისთვის) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის განვადება ხელშეკრულების მოქმედების ვადით. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დარღვეული ვალდებულებ(ებ)ის თავისებურებებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია საკითხი განსახილველად წარუდგინოს ქ. თბილისის მთავრობას;“;

გ) წესდების (დებულების) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ტ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ1) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურებით;“;

დ) წესდების (დებულების) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პრივატიზების სამსახური;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

გ) ადმინისტრაციული სამსახური.“;

ე) წესდების (დებულების) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სააგენტოს სამსახურების უფლებამოვალეობები

1. პრივატიზების სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა)უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა -რეგისტრაცია და გამიჯვნა -გაერთიანება;

ბ) უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება;

გ)ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების განკარგვისთვის მომზადება;

დ) მუდმივმოქმედი საპრივატიზაციო (სააუქციონო) კომისიის აპარატის ფუნქციის შესრულება;

ე) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ორგანოების, ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

ვ)მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;

ზ)სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

თ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

ი) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

2. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში;

ბ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადება ქ. თბილისის მთავრობისთვის წარსადგენად;

გ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა;

დ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში დარღვევა -ნაკლოვანებების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება;

ე) საწარმოთა აუდიტორული შემოწმების კოორდინაცია;

ვ) საპრივატიზებო უძრავი ქონების ანალიზი და ბიზნეს-გეგმების შემუშავება;

ზ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებითი შესწავლა, მოცემული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით;

თ) სააგენტოს მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) სააგენტოს საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობისა და ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;

კ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;

ლ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

მ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

ნ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

3. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის სრულყოფა და ანალიზი;

ბ) აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს მიერ გასაწევი ფასიანი მომსახურების კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად;

დ) დაინტერესებული პირების შესაბამისი ინფორმაციით/მომსახურებით უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა;

ზ) დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება;

თ) ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ი) აქტებისა და ხელშეკრულებების შესრულების ანალიტიკა;

კ) დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;

მ) მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ნ) სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფა;

ო) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;

პ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ჟ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

რ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

ვ) წესდების (დებულების) მე -9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და შეძენილია სააგენტოს მიერ.“.

2. დადგენილება ძალაში შედის 2010 წლის 1 დეკემბერს.

გ . უგულავა