,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.466
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 25/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2006 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №35, მუხლი 430) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ ,,ი“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს;

ზ) საგრანტო პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვე-ვაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – პროექტის დაფინანსების შეწყვეტა. საბჭო თავის გადაწყვეტილებაში პროექტის შეჩერების თაობაზე განსაზღვრავს, არის თუ არა დირექტორი უფლებამოსილი კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში საბჭოს თანხმობის გარეშე განაახლოს პროექტის დაფინანსება;

თ) განსაზღვრავს საგრანტო დაფინანსების ფარგლებში შეძენილი იმ ქონების ღირებულების მინიმალურ ოდენობას, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში უნდა დარჩეს;

ი) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო მიმართულების მიხედვით დარჩენილი ნაშთის/ების სხვა მიმართულებებში გადანაწილების შესახებ.“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების, საგრანტო პროექტების შესრულების კონტროლის, თანაბარქულიანი საგრანტო პროექტებისათვის მიმართულებების მიხედვით ქულე-ბის რანჟირების წესებს.“.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ1) ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს, ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, ექსპერტების მიერ კანონმდებლობით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს; საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭების შემთხვევაში შეჩერებული პროექტის პირობის შესრულების შემდეგ განაახლებს პროექტის დაფინანსებას, ხოლო პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის შესაბამისი ინიციატივის არსებობის შემთხვევაში იწვევს საბჭოს პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;“.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი