,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2012 წლის 28 თებერვალი

 ქ. ბათუმი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებებისშეტანის თაობაზე

 ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და 28-ე მუხლების,,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლისშესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 25.11.2010 წ., №154, მუხ. 2191) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ1“ ქვეპუნქტი:

,,რ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;“;

გ) დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ყ“ და ,,შ“ ქვეპუნქტები:

,,ყ) ხელმძღვანელობა და კოორდინაცია გაუწიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

შ) კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობა.“;

დ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) სამუზეუმო განყოფილება

გ.ა) გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

გ.ბ) ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი.“;

ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი;

ვ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამუზეუმო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელ ებ ს სამუზეუმო საქმიანობა ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს, მათი განხორციელების ათვის უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

გ) ახორციელებს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების აღრიცხვიანობისა და პასპორტიზაციის ხ ე ლშეწყობას, მათ შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შეგროვებას და პოპულარიზაციას;

დ) მონაწილეობ ს მუზეუმების ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და ამზადებს შესაბამის პროექტებ ს, წინადადებებ სა და რეკომენდაციებ ს;

ე) შეისწავლ ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლებ ს, განსაზღვრ ავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებ ს, აწარმო ებს გამოვლენილი მასალის დამუშავება ს;

ვ) თანამშრომლო ბ ს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებ სა და ცალკეულ სპეციალისტებთან, შეიმუშა ვებ ს კულტურულ პროგრამებ ს თავისი საქმიანობის სფეროში, განავითარ ებ ს კავშირ ებს უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;

ზ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების მიზნით თანამშრომლობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე