"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ბათუმის ბულვარის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №11
2011წლის 22 თებერვალი
ქ. ბათუმი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის26-ე მუხლის შესაბამისად:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილები თ დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ბათუმის ბულვარის დებულებაში(გაზეთი „აჭარა“ №136, გვ. 5-6, 28-30.11.2009 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური.“;
ბ) მე-8მუხლის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;“;
ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ბულვარის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის საქმიანობის სფეროს ა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებ ული სახელმწიფო შესყიდვებისა;“;
გ) მე-9 მუხლ ი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური
აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია, განვითარების პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
ბ) ბულვარის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, მწვანე ნარგავების, დეკორატიული მცენარეების, ყვავილების მოვლა-პატრონობა და მათი დეკორაციული ფორმირება; ტერიტორიაზე არსებული სკვერების ა და ცალკეული ფართობების პროექტირება,მათი ლანდშაფტური დიზაინი ს დამუშავება და უზრუნველყოფა, დაზიანებული გაზონების აღდგენა, ამორტიზებული და გადაბერებული ხე-მცენარეების შეცვლა;
დ) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სამსახურის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების მომზადება და ბულვარის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ვ) ბულვარის მიერ სამსახურის კომპეტენციაში არსებულ და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვის ობიექტების ინსპექტირება-ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად; აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების გ ატარება;
ზ) ბულვარის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის განვითარებაზე ზედამხედველობის განხორციელება;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის ფორმირებისას ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ბათუმის ბულვარის“ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დამატებითი ხარჯების გათვალისწინება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე