"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
450040000.32.057.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280111, 28/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №5

2011 წლის 18 იანვარი

 ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოე­მ­ბ­რის №46 დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 2011 წლის 1 იანვ­რი­დან, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულ­ტუ­რუ­ლი მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და დამტკიცდა დებუ­ლე­ბა. დებულების თანახმად, სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წე­სით მონაწილეობს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინი­ს­ტრაციულ წარმოებაში, ახორციელებს იმ ღონისძიებათა სისტემის ჩამო­ყა­ლიბებას, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის კულ­ტუ­რული მემკვიდრეობის დაცვას, შესწავლას, მოვლა-პატრონობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუ­ბ­ლი­­კის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად,

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდ­რე­ო­ბის საბჭოს შექმნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებასა და ამ დადგენი­ლე­ბით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

 ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემ­­კვი­დრეობის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი (საბჭოს თავმჯდომარე);

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

გ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერი;

დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

ე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

ვ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერის მოადგილე;

ზ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მთავარი არქიტექტორი;

თ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის განათლების, კულტუ­რის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი;

ი) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურ­ბა­ნული დაგეგმარების სამსახურის უფროსი;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამი­­ნისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.”;

ბ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრე­ო­ბის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ.”;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდ­რე­ო­ბის საბჭოს დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

    „მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საბჭოს მიერ განსახი­ლ­ველ საკითხებს (დოკუმენტაციას) წარადგენს საბჭოს თავმჯდომარის სახელზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.”.

2. დადგენილების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემ­­კვი­დრეობის საბჭოს შემადგენლობის საქართველოს შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმების დღიდან.

3. დადგენილების 1-ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქ­ვეყ­ნებისთანავე.

 მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე