"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №13
2011 წლის 29 მარტი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში (გაზეთი აჭარა 2008 წ. 30 აგვისტო №96/23.014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ რეგლამენტით აღნიშნულ ორგანოებ სა და თანამდებობის პირებში იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები და თანამდებობის პირები,ხოლო კანონში, კანონპროექტებ სა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონები, კანონპროექტები და სხვა სამართლებრივი აქტები, სამართლებრივი აქტების პროექტები.“;
ბ) რეგლამენტის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. მთავრობ ა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარ ე.
2. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი დგინდება კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება, როგორც მისი მთავრობის სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ, ასევე გამონაკლის შემთხვევებში მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით.
4. მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღება ხდება მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში დგება შეთანხმების ფურცელი, რომელზე ხელმოწერითაც მთავრობის წევრები ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება) სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ, თუ მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება სამართლებრივი აქტის პროექტს, მთავრობის აპარატი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტის პროექტის ექსპერტიზასა და ხელმოსაწერად მომზადებას, რის შემდეგაც მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს მთავრობის მიერ გამოკითხვის წესით მიღებულ სამართლებრივ აქტს.
6. გამოკითხვის წესით მიღებული სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში.“;
გ) რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.როგორც წესი მთავრობის სხდომის გამართვის დღეა თვის პირველი სამშაბათი, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გაიმართოს სხვა დღეს.“.
დ) რეგლამენტის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. მთავრობა თავის საქმიანობას წარმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგიონის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად.
2. მთავრობამ თავისი საქმიანობის წარმართვისათვის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული სფეროების მიხედვით შეიძლება შეიმუშავოს და დაამტკიცოს სამუშაო გეგმა, რომლის ხანგძლივობას განსაზღვრავს მთავრობა.
3. მთავრობის სამუშაო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატი შესაბამისი დაწესებულებების მონაწილეობით.
ე) რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი სხვა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობით მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილ სამართლებრივ აქტს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აფორმებს 2 დღის ვადაში (ასვამს სარეგისტრაციო ნომერს და სხვა აუცილებელ რეკვიზიტებს) და დაუყოვნებლივ გადასცემს:
ა) საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს (მხოლოდ ნორმატიულ აქტს) ბეჭდვითი ფორმით ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
ბ) სამართლებრივი აქტის პროექტის წარმომდგენს (ინიციატორს);
გ) იმ სახელმწიფო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების) ორგანოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომელთან დაკავშირებით მიღებულ იქნა (გამოიცა) სამართლებრივი აქტი, ან/და რომლის ინტერესებსაც შეეხება იგი;
დ) სხვა სუბიექტებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
ვ) რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე