„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №13 |
|
2014 წლის 25 მარტი ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილებაში (გაზეთი აჭარა 2008 წ. 30 აგვისტო №96/23.014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხი მთავრობის სხდომას შეიძლება წარუდგინოს (მოახსენოს) მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის წევრმა – მინისტრმა, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელმა, მთავრობის აპარატის უფროსმა, მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებმა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხვა პირმა. მთავრობის სხდომაზე საკითხის მომხსენებელს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე.“; |
ბ)
რეგლამენტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის სხდომას ესწრებიან: ა) მთავრობის თავმჯდომარე; ბ) მთავრობის წევრი – მინისტრი (მოვალეობის შემსრულებელი); გ) მთავრობის აპარატის უფროსი; დ) მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი; ე) მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი; ვ) მთავრობის აპარატის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; ზ) ამ რეგლამენტის შესაბამისად მოწვეული პირები.“; |
გ)
რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მთავრობის სხდომაზე განხილული და მიღებული (მოწონებული) სამართლებრივი აქტის პროექტის საბოლოო რედაქციას, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მთავრობის აპარატი, აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მონაწილეობით, დადგენილი წესით ამზადებს იმავე ან მეორე დღეს. 6. დადგენილი წესით მომზადებული მთავრობის (მთავრობის თავმჯდომარის) სამართლებრივი აქტის პროექტს, მისი მთავრობის სხდომაზე მიღებიდან (განხილვიდან) 3 დღის ვადაში მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად გადასცემს მთავრობის აპარატის უფროსი ან მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.“; |
დ)
რეგლამენტის 30–ე მუხლი მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულების კოორდინაციისათვის. იგი ორგანიზებას უწევს დავალების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას. აუცილებლობის შემთხვევაში ან დავალების ოპერატიულად შესრულების მიზნით მთავარი შემსრულებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი. მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისას სამუშაო ჯგუფში მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მონაწილეობა სავალდებულოა.“; |
ე)
რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავრობის აპარატში სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მთავრობის აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით.“; |
ვ)
რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სავალდებულოა იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ექსპერტიზისა და ვიზირებისათვის გადაეცეს ყველა სამართლებრივი აქტის (კანონის, მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის) პროექტი, მიუხედავად იმისა იგი ამ სამართლებრივი აქტის განხილვისათვის (მომზადებისათვის) წამყვან დეპარტამენტად არის განსაზღვრული თუ არა და მიუხედავად იმისა, იგი მთავრობის აპარატშია მომზადებული თუ არა. 5. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სამართლებრივი აქტის პროექტს ამოწმებს (განიხილავს) მიზანშეწონილობისა და სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ: შეესაბამება თუ არა სამართლებრივი აქტის პროექტი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს, საჭიროა თუ არა ახალი სამართლებრივი აქტის მიღება, ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტებისა და სავალდებულო ცვლილებების პროექტების ნუსხა და სხვა.“; |
ზ)
რეგლამენტის 49-ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მისაღები გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი) პროექტის მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან. |
|