„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110817011, 18/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №36

 2011 წლის 15 აგვისტო

 ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798) 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინა ა რ ს ის ,,ე1“ ქვეპუნქტი:

,,ე1“ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინა ა რ ს ის 101 მუხლი:

     „მუხლი 101. ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

1. ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის ურთიერთობის ხელშეწყობა;

ბ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთობის ხელშეწყობა;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის შესაბამისი ინიციატივით წარსადგენი სამართლებრივი აქტებისა და სხვა სახის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის ურთიერთობის ხელშეწყობა, კონკრეტული საკითხების შესწავლა, გამოკვლევა;

ვ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან დაკავშირებულ განსახილველ საკითხთა პროცესის კოორდინაცია, მიღებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატისათვის წარდგენა;

ზ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის წარსადგენი საკითხების განხილვაში მონაწილეობა, საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და შესაბამის უწყებებში სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის წარდგენა;

 თ) უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საკონსულებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის ურთიერთობების ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) მოქალაქეთა საჩივრების, განცხადებების, წერილების განხილვა, შესწავლა, მათი სათანადო ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

კ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                                                         ლ. ვარშალომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.08.2011.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.08.2011. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.32.057.016057.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №36, 15.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1461142/