„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628002, 28/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №23

 2011 წლის 24 ივნისი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინა ა რ ს ის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ“ საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი;“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ი“ მასმედიას ა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „მ1 “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს.

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინა ა რ ს ის 111 მუხლი:

     „მუხლი 111 საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) რეგიონში უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება;

ბ) პოტენციური ინვესტორების გამოვლენა და მთავრობის თავმჯდომარის კავშირურთიერთობების დამყარებაში ხელშეწყობა საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით;

გ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო გარემოს შექმნისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება;

დ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული და განსახორციელებელი საინვესტიცო პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საინვესტიციო გზამკვლევის შემუშავება და საინვესტიციო ურთიერთობებში მონაწილე პირთათვის გადაცემა;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

ი) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 112 საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობ ებ ის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) რეგიონული საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობ ებ ის განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

დ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელშეკრულებ ების დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

ე) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ზ) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმჯდომარის სტუმრების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტების ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა;

თ) მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება;

ი) აჭარის ავტონომიურ ი რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასამართ სხვადსხვა ღონისძიებებში მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრების მონაწილეობის ორგანიზება;

ლ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 116 მუხლი ამოღებული იქნას.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მასმედიას ა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მთავრობის თავმჯდომარეს ა და მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა;

ბ) მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობის შესახებ;

გ) მედია საშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრეს-კონფერენციებისა და მედია-ბრიფინგების ორგანიზება;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და ვებგვერდის მართვა;

ე) მთავრობის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;

ვ) ფოტო-, ვიდეომასალის არქივის წარმოება;

ზ) სამინისტროების, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელების ა და მთავრობის აპარატის დეპარტამენტების უფროსების ინფორმირება შიდა ქსელში მედია მონიტორინგის შედეგების ა და დაგეგმილი ღონი ს ძიების შესახებ;

თ) შემოსულ სატელეფონო და ელექტრონულ შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

ი) მოქალაქეებთან ურთ იე რთობა, აჭარის ტერიტორიაზე არსებული პრობლემური საკითხების კვლევა და ანალიზი;

კ) საზოგადოებრივი აზრის ა და მოსახლეობის მოთხოვნილებების კვლევა, საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ლ) მთავრობის ა და სამინისტროების სარეკლამო კამპანიების მართვა;

მ) ინფორმაციის გავრცელების გაზრდა მთავრობის საქმიანობის შესახებ და ამ მიზნით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება;

ნ) შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლა;

ო) სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებ სა და სამთავრობო უწყებებთან ერთად ღონისძიებათა განრიგის შემუშავება და კონტროლი;

პ) ქალაქისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით რელიგიური, სახალხო თუ სხვა სახის დღესასწაულების განრიგის შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ჟ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მთავრობასა და დაგეგმილ ღონისძიებებში აკრედიტაცია;

რ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურ-თიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კო ო რდინაცია;

ს) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის ა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შერსრულება;

ტ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე      ლ. ვარშალომიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2011.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2011. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.32.057.016044.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №23, 24.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1386658/