"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №48
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებაში ცვლილებების ა და დამატებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის ა და„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებ აში გაზეთი „აჭარა“№71 (22.815), 08.05.07, გვ. 5-6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 104 (ას ოთხი)საშტატო ერთეულით.“;
ბ) დებულების:
ბ.ა) მე-2 მუხლის პ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ1) ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის წარმართვა; სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა;ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა; ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაკუთრებული მნიშვნელობის (V კლასი)ობიექტების მშენებლობის, აგრეთვე, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვ ის გაცემა, ასევე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობა, სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ ობიექტების მშენებლობის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა, აგრეთვე, საბჭოს ფუნქციონირების ორგანიზაციული, სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყო ფ ა.“;
ბ.ბ) მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი“
ბ.გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) საინვესტიციო საინფორმაციო სამსახური;
ნ) ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური.“;
ბ.დ)მე-9 მუხლის მე-6 და მე-7პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ქალაქმშენებლობის
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
სამინისტროს მიერ ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაკუთრებული მნიშვნელობის (V კლასი) ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეწობა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება; კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის ხელშეწყობა, სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ ობიექტების მშენებლობის შეთანხმების პროცედურებში მონაწილეობა და შესაბამისი გადაწყვეტილებ ებ ის პროექტების მომზადება;ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა, დოკუმენტაციის შესწავლა და საბჭოს სხდომებზე განსახილველად წარდგენა.
7. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის ეფექტური საკომუნიკაციო ქსელის შექმნის ხელშეწყობა; ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; აქტიური და პოტენციური ინვესტორების მონაცემთა ბაზის შექმნა; საინვესტიციო პროექტების საინფორმაციო ბანკის შექმნა; საინფორმაციო პაკეტების მომზადება პრივატიზაციის პროცესის, პროცედურების და ბიზნესის გარემოს შესახებ; განხორციელებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა, უცხოელ ინვესტორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი, საინვესტიციო და საინოვაციო პროექტების მონიტორინგი, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა და მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა მონიტორინგი და კოორდინაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ინვესტიციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოქმედ სამსხურებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.“;
ბ.ე) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13და მე-14 პუნქტი:
„13. საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმაციული უზრუნველყოფა; რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა პოტენციური ინვესტორებისადმი, უცხოელი ბიზნესმენებისათვის, ინვესტორებისა თუ ოფიციალური პირებისათვის პრეზენტაციების ორგანიზება, რეგიონის ეკონომიკის დარგებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ დაინტერესებულ პირთათვის შესაბამისი მასალების მიწოდება.
14. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა, უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაცია, ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ობიექტის სავალდებულო ინსპექტირება, დამრღვევისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით, მითითებების გაცემა შეუსაბამობის გამოსწორებისათვის, აგრეთვე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე