„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016155
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №2

2014 წლის 22 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №71 (22.815), 08.05.07, გვ. 5-6) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს არაუმეტეს 100 (ასი) საშტატო ერთეულით.“.

2. დებულების:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები

სამინისტროს ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება;

ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის კანონმდებლიობით დადგენილ ვადებში;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის კოორდინაცია;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების ოპერატიული გეგმის შედგენა;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების უზრუნველყოფა;

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან უფლებამოსილი ხელისუფლების ორგანოს მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობის, მართვისა და განკარგვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ქონების პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის) საკითხებთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება;

ზ) რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება-განახლების პროცესის კოორდინაცია, ეკონომიკური განვითარების, ასევე, რეგიონში ინვესტიციების, გრანტების მოზიდვის და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება და განხორციელება, რეგიონის სტრატეგიული და სივრცით-ურბანული განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

თ) ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის წარმართვა; სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა; ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (V კლასი), რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ ობიექტების, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის  N57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, ასევე, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროების მშენებლობის ნებართვის გაცემა; სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემა, სამინისტროს მიერ მშენებლობის ნებართვაგაცემულ ობიექტების მშენებლობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის  N57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა. ასევე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობა, სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ ობიექტების მშენებლობის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა, აგრეთვე, საბჭოს ფუნქციონირების ორგანიზაციული, სამართლებრივი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა EUR-1-ის, პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა-A-ს, პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა CT-1-ისა და არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა;  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება. ასევე, აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

კ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტი;“;

გ.ბ) „ვ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ფუნქციები, თანამდებობათა ნუსხა და ქვემდებარეობა განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს საშტატო ნუსხით, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) მინისტრის ბრძანებებისა და რეზოლუციების ანალიზი და შესრულებაზე ზედამხედველობა;

გ) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, ელექტრონული (პროგრამული) დამუშავება და მოძრაობის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან (დაწესებულებებთან); საქმისწარმოების (მ.შ. ელექტრონული) ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპოდენციების, აგრეთვე, სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

ე) სხვადასხვა წარმომადგენლობითი დელეგაციების მიღების ორგანიზება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვების განხორციელების ხელშეწყობა და სათანადო ანგარიშგება;

ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  ერთეულების კომპიუტერული ქსელით, საოფისე და საკანცელარიო ინვენტარით უზრუნველყოფა;

თ) ადამიანური რესურსების მართვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის     მიმართულებით  საქმიანობობების განხორციელება და მონიტორინგი;

ი) სამინისტროს საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობების  შემუშავებისა და  დახვეწის უზრუნველყოფა, ასევე, სამუშაო აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების  განსაზღვრა და ჩამოყალიბება;

კ) შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, სისტემის მუშაობის მონიტორინგი და მის დახვეწასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ლ) წახალისებისა და მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა;

მ) შესასრულებელ სამუშაოსთან სამინისტროს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი პროცესების (ატესტაცია და სხვა)  ორგანიზება, ასევე, პერსონალის შერჩევის სისტემის (სტაჟირება, პრაქტიკა, კონკურსი და სხვა) ჩამოყალიბება/დანერგვა და განვითარება;

ნ) თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების ერთიანი მონაცემთა ბაზების შემუშავება, დანერგვა, განვითარება (ერთიანი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული პროგრამის დანერგვა), პერსონალის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრეინინგების საჭიროების განსაზღვრის მიმართულებით პროცესების ორგანიზება;

ო) საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა  და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;

პ) შრომის კანონდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორცილება, ასევე, თანამშრომელთათვის სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევის უზრუნველყოფა;

ჟ) შრომის შინაგანაწესის პროექტის მომზადებისა და შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს საქმიანობის მიმართულებების შესაბამისად, სარეკლამო ფლაერების, კატალოგების, ბუკლეტების და საინფორმაციო ხასიათის მასალების, პიარ ღონისძიებების, შეხვედრების, მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების დაგეგმვა, მომზადება და ორგანიზება;

ს) სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფა, ასევე, სოციალურ ქსელებში სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის განთავსება; საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროცესების შესახებ, მათ შორის, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო სახის მასალების მომზადება, პრესკონფერენციების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ტ) სამინისტროს შენობის კომუნალური და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, ინტერნეტი და სხვა) გამართული ფუნქციონირების  უზრუნველყოფა;

უ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;

გ) პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება;

ვ) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება-დამუშავება;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების პროექტების მომზადების კოორდინაცია და შესაბამისი ბიუჯეტების შესრულებისა და ანგარიშების მიღება-დამუშავება;

ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების მიხედვით ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მიღება-დამუშავება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;

კ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

4. ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე;

ბ) რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის/კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;

გ) ეკონომიკური კვლევების ჩატარება და შესაბამისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით  ანგარიშების მომზადება;

დ) რეგიონში მოქმედი საბანკო-საფინანსო და არასაბანკო-საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ანალიზი და შეფასება;

ე) რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობა საგრანტო და სასესხო პროექტების შემუშავების მიზნით და აღნიშნული სტრუქტურების მიერ განხორციელებული რეგიონული ეკონომიკური პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ზ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ღონისძიებების გამოყენებით;

თ) არსებული და პოტენციური ინვესტორების მრავალმხრივი ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ი) საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და პოტენციური ინვესტორებისათვის შეთავაზება;

კ) რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის შედეგების აღრიცხვა და შეფასება;

ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია ეკონომიკური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით;

მ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

5. ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) და სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) კანონით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელბა;

ზ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება;

თ) პირობებიანი ან უპირობო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, აქციები და წილები) განკარგვასთან/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით შემოსული საინვესტიციო წინადადებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ საინვესტიციო პაკეტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის;

ლ) დაინტერესბულ პირთათვის საპრივატიზებო ობიექტების დათვალიერე­ბის ორგანიზება;

მ) წინადადებების მომზადება კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის თაობაზე;

ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუქციონის გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ო) კანონით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულისათვის/ სახელმწიფოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემის თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ჟ) სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების, ასევე უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება, სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;

რ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;

ს) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

6. ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს მიერ ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;

გ) სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

დ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ადგილობრივი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (V კლასი), რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ ობიექტების, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის  N57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, ასევე „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის ხელშეწყობა, სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ ობიექტების მშენებლობის შეთანხმების პროცედურებში მონაწილეობა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა, დოკუმენტაციის შესწავლა და საბჭოს სხდომებზე განსახილველად წარდგენა;

თ) სამინისტროს მიერ მშენებლობის ნებართვაგაცემული ობიექტების მშენებლობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის  N57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა;

ი) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

7. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა და ძირითადი სამართლებრივი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

გ) სამინისტროში მომზადებული (შემოსული) სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის უზრუნველყოფა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ვ) სამინისტროს ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა შესაბამის ორგანოებში;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის სამინისტროში შემოსულ განცხადებებს, რომელთა განხილვის შედეგად ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს;

თ) კანონმდებლობით და მის საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

8. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშებისადმი საერთო მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მონიტორინგი;

ბ) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;

დ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვის განხორციელება ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;

ე) სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვის, ასევე, მათ გაცემაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერაციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვის განხორციელება;

ზ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახავის უზრუნველყოფა;

თ) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენის, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვისა და არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური და წლიური ბალანსების მიღება-შემოწმება;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული წერილებისა და ინსტრუქციული მითითებების პროექტებზე დასკვნების მომზადება იმ ნაწილში, რომელიც ეხება საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას;

ლ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

9. საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა;

ბ) საწარმოების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციების და წილების შესყიდვის და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა და წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საწარმოებში წარმომადგენლებისა და დირექტორების კანდიდატურების შერჩევა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებასთან და დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

10. სერტიფიცირების და ლიცენზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა EUR-1-ის, პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა-A-ს, პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ფორმა CT-1-ისა და არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო დასკვნის მომზადება;

გ) ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება, სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა;

დ) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ე) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

11. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასება;  

გ) დაწესებულების სისტემის ორგანოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;

ვ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ზ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისათვის წარდგენა;

თ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ი) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

 კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

12. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაცია;

გ) ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ობიექტის სავალდებულო ინსპექტირება, დამრღვევისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;

დ) ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლი, ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;

ე) მითითებების გაცემა შეუსაბამობის გამოსწორებისათვის, აგრეთვე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 31 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე