„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
010240020.32.057.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №47

2011 წლის 27 დეკემბერი

 ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

 1 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798) 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

 ,,ი1 პროტოკოლის დეპარტამენტი;“;

 ბ) დადგენილებით დამტკიცებულ ი დებულების 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 112. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი

  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობის განხორციელების ხელშეწყობა;

 ბ) რეგიონული საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

 გ) რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

 დ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელშეკრულებები ს დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

 ე) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

 ვ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

 ზ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

 თ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“;

  გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

      ,,მუხლი 121. პროტოკოლის დეპარტამენტი

  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროტოკოლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზაციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

 ბ) მთავრობის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მთავრობის თავმჯდომარის სტუმრების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტების ჩატარების, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარესთან უცხოელი სტუმრების აუდიენციების უზრუნველყოფა;

 გ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

 დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

 ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასამართ სხვადსხვა ღონისძიებებში მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრების მონაწილეობის ორგანიზება;

 ვ) ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება;

 ზ) უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

 თ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

 კ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა

  ი) დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მთავრობის თავმჯდომარე                        ლ. ვარშალომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2011.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.12.2011. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.32.057.016068.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №47, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016068 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1551922/