„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №7

2012 წლის   28   თებერვალი

 ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ბათუმის ბულვარის“შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებ ებ ის შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის26-ე მუხლის შესაბამისად:

 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ბათუმის ბულვარის“შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილები თ დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ბათუმის ბულვარის“დებულებაში(გაზეთი „აჭარა“ №136, გვ. 5-6, 28-30.11.2009 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებ ები:

 ა) მე-2მუხლ ის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „ვეტერანთა კლუბის“ (შემდგომში – კლუბი) ჩამოყალიბებისა (ბულვარის სარგებლობაში არსებული ვეტერანთა კლუბის შენობის ბაზაზე) და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (კლუბის დაფუძნება, წევრების რეგისტრაცია, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, მათ შორის, საპატიო წევრის წოდებაზე წარსადგენი კანდიდატურების არჩევნების ჩატარების ორგანიზება, კლუბის საინტერესო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად  სპეციალური მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების (ტურნირებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიების ორგანიზება, სადღესასწაულო დღეებში წამახალისებელი საჩუქრების მომარაგება, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემა და სხვა) შემუშავება და განხორციელება.“;

 ბ) მე-6მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) კლუბის წევრებისა და სტუმრებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ავეჯი, ინვენტარი სხვადასხვა თამაშებისა და სხვა გასართობი ღონისძიებებისათვის და სხვა) შექმნა და პერიოდული განახლება;“.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ    (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტში ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ბათუმის ბულვარის“ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დამატებითი ხარჯების გათვალისწინება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                                                ლ.ვარშალომიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.02.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.057.016076.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ბულვარის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №7, 28.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1601425/