„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016436
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №94

2018 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;

ბ) მონიტორინგის სამმართველო;

გ) მიმდინარე კონტროლის სამმართველო;

დ) დეკლარირების კულტურის ამაღლების სამმართველო;

ე) ექსპერტიზის განყოფილება;

ვ) ქვემო ქართლის განყოფილება;

ზ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის განყოფილება;

თ) კახეთის განყოფილება;

ი) სამცხე-ჯავახეთის განყოფილება;

კ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განყოფილება;

ლ) სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილება;

მ) აჭარის განყოფილება;

ნ) სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო.“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულებას“ (დანართი №10) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-111 მუხლი:

„მუხლი 111. დეკლარირების კულტურის ამაღლების სამმართველო

დეკლარირების კულტურის ამაღლების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) პოტენციურ დღგ-ის გადამხდელ პირთა გამოვლენა;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე იმ გადასახადის გადამხდელთა რეესტრის განსაზღვრა, რომელთაგანაც არსებობს დეკლარაციის წარმოდგენის მოლოდინი;

გ) გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის განხორციელება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღამდე და სავადო თარიღის შემდგომ;

დ) იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენა, ვისგანაც არ განხორციელდა დეკლარაციის წარმოდგენა და შემდგომი რეაგირებისათვის ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;

ე) დეკლარირების კულტურის ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი;

ვ) დეკლარირების კულტურის ამაღლების მიზნით განხორციელებული ქმედებების შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ზ) დეკლარირების კულტურის გაუმჯობესების პოლიტიკის შემუშავება და საჭიროებისამებრ საკანონმდებლო ცვლილებების ინიიცირება ;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                                         გიორგი თაბუაშვილი