,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2014 წლის 5 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის 1-ლ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) სარესტავრაციო განყოფილება;“.

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეისწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლებს, განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს.“;

გ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 

„5. სარესტავრაციო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ატარებს კულტურული ფასეულობების სარესტავრაციო სამუშაოებს ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) აწარმოებს კულტურული ფასეულობების რესტავრაციის მსვლელობის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულტურული ფასეულობის განთავსების ოპტიმალურ პირობებს;

გ) უზრუნველყოფს აჭარაში არსებული მუზეუმებისათვის პრევენციული კონსერვაციის რეკომენდაციების შემუშავებას მუზეუმებში დაცულ ექსპონატებზე (გარემო პირობების კონტროლი) შესაძლო ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;

დ) ახორციელებს სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში დაცული ექსპონატების მდგომარეობის რეგულარულ კონტროლს, იკვლევს მათზე გარემო პირობების ზემოქმედებას, ადგენს მოხსენებით ბარათებს არსებული მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ახდენს რესტავრაციას;

ე) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას;

ვ) უზრუნველყოფს რესტავრაციის სფეროში თანამედროვე სამეცნიერო წყაროების მოპოვებასა და ბიბლიოთეკის შექმნას;

ზ) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან;

თ) მონაწილეობს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რესტავრაციის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.02.2014.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.02.2014. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.057.016157.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №4, 05.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016157 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2246002/