,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №16 |
|
2014 წლის 17 აპრილი ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 21 (ოცდაერთი) საშტატო ერთეულით.“; |
ბ)
დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში პოლიტიკის წარმართვა, ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.“; |
გ)
დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა1) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნ-ველყოფა, ბალანსის მომზადება, ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და სხვა.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|