,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №41

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ”  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 20 (ოცი) საშტატო ერთეულით.“.

ბ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,21“ პუნქტი:

,,21. ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.“.

გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლე­ბ­ლო­ბისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლო­ბი­სას ან ცენტრის უფროსის მოადგილის უფლებამოსლების ვადამდე შეწყვეტის შემთ­ხვ­ე­ვა­ში, ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსა­ზ­ღ­ვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე