„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №15 |
|
2025 წლის 20 მაისი ქ. ბათუმი |
ა) დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ.“;
ბ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუზეუმს ხელმძღვანელობს და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მოადგილეები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამდე. მინისტრი უფლებამოსილია, ამ ვადაში, საკუთარი ინიციატივით თანამდებობიდან გაათავისუფლოს მოადგილე/მოადგილეები.“;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მუზეუმი აერთიანებს ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის, აჭარის ხელოვნების მუზეუმის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის (მათ შორის, რელიგიის მუზეუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმის, მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმის), ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმისა და სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმის საცავებს. მუზეუმის საცავებში (დეპოზიტარიუმებში) დაცული სამუზეუმო ექსპონატებით სარგებლობის წესი განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.05.2025. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.057.016419.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №15, 20.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016419 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6504515/