„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №2

2026 წლის 24 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებით (სსმ ვებ.გვერდი, 04/09/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016426) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრს ჰყავს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. მთავრობას შეუძლია ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების საფუძველზე გადასცეს მინისტრს. დელეგირების შემთხვევაში დირექტორს, არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“.

გ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ინიცირებული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარებას;“;

დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;“;

ე) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“

„თ) საჭიროების შემთხვევაში, არაუმეტეს მისი უფლებამოსილების ვადით, მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.02.2026. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.057.016433.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2, 24.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016433 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6793794/