„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 27 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2025 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 27 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  მე-20 და 24-ე მუხლებისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 27 სექტემბრის №7 დადგენილებაში (სსმ ვებ-გვერდი, 07/10/2024, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016397) და დადგენილე­ბით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტ­როს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი დაწესებულება.“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანსამბლის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.“;

გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს სამხატვრო ხელმძღვანელი. სამხატვრო ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №65 დადგენილების მე-3 პუნქტი (გაზეთი ,,აჭარა“ №132 (22.394), 15.07.05).
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი