,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №30

2012 წლის 30 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №69 დადგენილებით დამტ­კიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვ­ლე­დია­ნის სახელობის მუზეუმის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №133 (22.396), 16.07.05) შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მუზეუმს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლება­მოსი­ლების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამ­დებო­ბი­დან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით, ან მინისტრის წარდგინებით.

3. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი - სამეურნეო დარგში. მოადგილეებს შორის ფუნქციები ნაწილდება დირექტორის ბრძანებით. მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით, მუზეუმის დირექტორის უფ­ლება­მოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე