,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №31

2012 წლის 30 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:


1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №68 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №133(22.396), 19.07.05) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. მუზეუმს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლება­მო­სი­ლების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით, ან აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდ­გინებით.

 3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი სამეურნეო დარგში. მოად­გილეებს შორის ფუნქციების განაწილება ხდება დირექტორის ბრძანების საფუ­ძ­ველ­ზე. მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, მუზეუმის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონო­მიუ­რი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე