„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №23 |
|
2017 წლის 11 ივლისი ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
|
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №69 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №133 (22.396), 16.07.05) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დირექტორს ჰყავს მოადგილე სამეურნეო დარგში. მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით. მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით, მუზეუმის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 4. მუზეუმის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|