საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №22 |
|
2025 წლის 27 აგვისტო ქ. ბათუმი |
|
სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. ცენტრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი დაწესებულება.
3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ცენტრი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლება მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.
4. ცენტრი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, ახმეტელის ქ. №7.
ა) საკონცერტო და სადადგმო მოღვაწეობა, სამუსიკო ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების შესრულება და მისი მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია;
ბ) ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკალური კულტურის პოპულარიზაცია;
გ) ქართული კლასიკური და მსოფლიო საგუნდო ხელოვნების შესწავლა და შესრულება;
დ) საოპერო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანების ხელშეწყობა;
ე) მუსიკალური განათლების მქონე ახალგაზრდების საოპერო, საგუნდო და საშემსრულებლო ხელოვნებაში დაოსტატებისა და მსახიობებად მათი ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა;
ვ) რეგიონში მოქმედი სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობა;
ზ) ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია და განვითარება;
თ) ეროვნული ტრადიციების აღორძინება და განვითარება.
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ დადგმული კონცერტების საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა. გასცეს თანხმობა (დამდგმელი ჯგუფის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, ცალკეული საკონცერტო ნომრებისა და კონცერტების ჩანაწერის, ტირაჟების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ ცენტრის მიზნებს, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ამოცანების განხორციელებას;
დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ე) შემოქმედებითი ჯგუფების ან/და ინდივიდუალური შემსრულებლების პოპულარიზაციის/ხელშეწყობის მიზნით, უსასყიდლოდ ჩაატაროს საკონცერტო და სადადგმო ღონისძიებები (ხელშეწყობა ან ორგანიზება) როგორც ცენტრში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
ვ) კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ცენტრის შინაგანაწესი;
ზ) ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებთან და განახორციელოს სხვადასხვა სახის პროექტები (მათ შორის ერთობლივი პროექტები);
თ) განახორციელოს „კულტურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებანი.
2. ცენტრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა „კულტურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობანი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას ცენტრში დასაქმებულთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
2. სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს ცენტრის შემოქმედებით საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს ცენტრის სტრატეგიასა და განვითარების გეგმას;
გ) უზრუნველყოფს კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ცენტრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
დ) უზრუნველყოფს შემოქმედებითი პერსონალის პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
ე) უფლებამოსილია, მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება ცენტრის დირექტორზე;
ვ) არამართლზომიერად მიჩნევის შემთხვევაში, შეუძლია შეაჩეროს, შეცვალოს ან გააუქმოს ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილება;
ზ) განსაზღვრავს შემოქმედებითი საქმიანობის განრიგს;
თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს;
ი) დირექტორის არყოფნის/მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებებს;
კ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს შესაბამის აქტებს – ბრძანებებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ცენტრის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრს ჰყავს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. მთავრობას შეუძლია ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების საფუძველზე გადასცეს მინისტრს. დელეგირების შემთხვევაში, დირექტორს, არაუმეტეს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
4. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმართავს ცენტრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ საქმიანობას; თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს შესაბამის აქტებს – ბრძანებებს;
ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის ორგანიზაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე;
გ) პასუხისმგებელია ცენტრის ფინანსურ საქმიანობაზე და ამ მიზნით, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის შემოქმედებითი პროდუქტის ტექნიკურ მომზადებასა და ბილეთების გაყიდვას;
ე) ცენტრის შემოსავლების ზრდის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
ვ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ზ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) საჭიროების შემთხვევაში, არაუმეტეს მისი უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს;
ი) ასრულებს კანონმდებლობითა და ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს და გააუქმოს ცენტრის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ცენტრი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონების შესახებ, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად, სამინისტროს წინასწარ თანხმობასთან ერთად, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში ცენტრის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას − საკუთრების უფლება.
3. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
4. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღების, მათი კინო, ვიდეო და აუდიო-ჩანაწერების, ტელევიზიის, რადიო და სხვა საშუალებებით ტრანსლაციებიდან;
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ცენტრის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად;
ე) სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტები და შემოწირულობები;
ვ) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ზ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
თ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.