„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №3 |
|
2024 წლის 30 მაისი ქ. ბათუმი |
ა) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება;
გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება;
დ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსებისა და არქეოლოგიის განყოფილება, რომელიც მოიცავს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ფიჭვნარის არქეოლოგიურ სამეცნიერო ბაზას;
ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო განყოფილება.“;
ბ) დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ”, ,,ე” და ,,რ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) დებულების მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების და არქეოლოგიის განყოფილება, რომელიც მოიცავს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და ფიჭვნარის არქეოლოგიურ სამეცნიერო ბაზას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ახორციელებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
ბ) ეწევა თავის სამოქმედო არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვას, მოვლა-პატრონობას, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვას, პოპულარიზაციასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს, აწარმოებს მოძიებული მასალის დამუშავებას;
გ) აკომპლექტებს, უვლის, იცავს, მეცნიერულად შეისწავლის და პოპულარიზაციას უწევს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და აცნობს მათ ფართო საზოგადოებას;
დ) აწარმოებს ფონდების მეცნიერულ აღრიცხვას და დოკუმენტირებას არსებული ინსტრუქციების შესაბამისად;
ე) ორგანიზაციას უწევს საფონდო ერთეულთა დაცვისა და შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას;
ვ) შეიმუშავებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების განვითარების კონცეფციას და თემატურ საექსპოზიციო გეგმას;
ზ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს, მათ განსახორციელებლად უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
თ) მონაწილეობს არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და ამზადებს შესაბამის პროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ი) თანამშრომლობს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებსა და ცალკეულ სპეციალისტებთან, შეიმუშავებს კულტურულ პროგრამებს თავისი საქმიანობის სფეროში, განავითარებს კავშირებს უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;
კ) ატარებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების ვიზიტორების შესახებ მონაცემთა კვლევას;
ლ) გეგმავს და ახორციელებს არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
მ) კრებს ინფორმაციას ახალი აღმოჩენების შესახებ, ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ამზადებს გამოსაცემად და აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, შრომებს, ბუკლეტებს, გზამკვლევებს, კატალოგებს და ა.შ;
ნ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენასა და აღწერას, ახდენს იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას;
ო) ამზადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათს;
პ) ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებს;
ჟ) აწარმოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განთავსების ოპტიმალურ პირობებს;
რ) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას;
ს) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან;
ტ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ე) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სააგენტოს მიერ გამოფენების მოწყობასა და საინფორმაციო მასალების გამოცემას;
ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ვებგვერდის მართვას და ახორციელებს მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგს;
გ) უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
დ) შეიმუშავებს და ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ღონისძიებებს;
ე) გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, ფესტივალს, საგანმანათლებლო გაკვეთილებსა და შემეცნებით აქტივობებს;
ვ) ქმნის საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზას, აორგანიზებს და მონაწილეობს კონფერენციებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში;
ზ) აქვს ურთიერთობა ტურისტულ კომპანიებთან და აწვდის მათ ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ;
თ) ახდენს გონიოსა და პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების სოციალური გვერდის მართვას;
ი) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას და ამ გზით ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნებას;
კ) თანამშრომლობს სამეცნიერო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დარგობრივად);
ლ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. “.
|