„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №32 |
|
2014 წლის 10 ოქტომბერი ქ. ბათუმი |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: |
ა)
დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 68 (სამოცდარვა) საშტატო ერთეულით.” |
ბ)
დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი; გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ვ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური; ზ) საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტი.“ |
გ)
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლი:
,,103 მუხლი. საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტი საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ინფორმაციის შეგროვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ; ბ) სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინასწარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება; დ) სამინისტროს მიერ განსახორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შერჩევაში, შემუშავებაში, განხორციელებასა და კონტროლში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციის გაცემა და მონიტორინგი; ე) ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი; ვ) სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალის შესწავლა მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების მიხედვით; ზ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება; თ) სამინისტროს პოლიტიკის, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება; ი) სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროული ინფორმირება; კ) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ეკონომიკური შეფასება (გამოყენებული წარმოების საშუალებებზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით) და დაინტერესებული პირებისათვის რეკომენდაციების გაცემა; ლ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა; მ) ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა; ნ) მექანიზაციის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ო) ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება; პ) მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონისძიებებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა; ჟ) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის რეკომენდაციების გაწევა; რ) ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია მათი დანერგვის მიზნით; ს) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა; ტ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა; უ) სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა; ფ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ქ) მერძეული და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ რეკომენდაციების გაცემა; ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა; შ) საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებსა და ქ. ბათუმში. ჩ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისი კანონის ძალაში შესვლის დღიდან. |
|