„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის N2-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-198
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-198

2016 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 28 თებერვლის №2-63 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016101) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების -საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ტიპური დებულების“:

1. პირველი მუხლის 51 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. სამსახურების კოორდინაციას ახორციელებენ სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი და რეგიონალური სამმართველოები“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურების უფლებამოსილებანი:

1. სამსახურების უფლებამოსილებებია:

ა) ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ;

ბ) სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავლის წინასწარი განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაციის მიღება-დამუშავება;

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციის გაცემა და მონიტორინგი;

ე) ადგილობრივ ბაზარზე  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალის შესწავლა მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების  მიხედვით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება;

თ) სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება;

ი) სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროული ინფორმირება;

კ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;

ლ) ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მათი სპეციფიკაციის მიხედვით დაინტერესებული პირებისათვის  კონსულტაციების გაწევა;

მ) მუნიციპალიტეტში მექანიზაციის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  ინფორმაციის მიწოდება;

ნ) ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დაინტერესებული პირებისათვის მათი გამოყენების მართებული მეთოდების შეთავაზება;

ო) მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონისძიებების და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  კონსულტაციების გაწევა;

პ) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  რეკომენდაციების გაწევა;

ჟ) ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, მათი დანერგვის მიზნით;

რ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა;

ს) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის  კონსულტაციების გაწევა;

ტ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებთან,  საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა და შეხვედრებში მონაწილეობა;

უ) სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;

ფ) მერძეული და მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ რეკომენდაციების გაცემა;

ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების  შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა;

შ) ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა;

ჩ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა;

ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები რუსთავის მუნიციპალიტეტში განახორციელოს გარდაბნის, ქუთაისის მუნიციპალიტეტში - წყალტუბოს და ფოთის მუნიციპალიტეტში - ხობის მუნიციპალიტეტების სამსახურებმა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი