„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-196 |
|
2016 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –
რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის №2-211 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016162) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –
რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამმართველოს უფლებამოსილებანი 1. სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში სამინისტროს ხელშეწყობა; ბ) რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა; გ) ქვეყნის ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რეგიონში აგრარული რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სამინისტროში წარდგენა; დ) რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა; ე) რეგიონში ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და სამინისტროში წარდგენა; ვ) დარგების მიხედვით პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების ხელშეწყობა; ზ) რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; თ) რეგიონში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; ი) რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; კ) რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ტერიტორიულ ორგანოებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა; ლ) რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, შეჯერება და საერთო ანგარიშის სამინისტროში წარდგენა; მ) რეგიონში სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციის გაცემა და მონიტორინგი; ნ) სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირების ხელშეწყობა; ო) რეგიონში სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკის სფეროში, რეგიონის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა; რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. 2. სამმართველო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ის განთავსებულია, ასევე უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ; ბ) შექმნას სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზა; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, კულტურების მიხედვით, განსაზღვროს სავარაუდო მოსავალი წინასწარ, მიიღოს და დაამუშაოს ოპერატიული ინფორმაცია; დ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტების შერჩევაში, გასწიოს კონსულტაციები და მონიტორინგი; ე) განახორციელოს ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება-ანალიზი; ვ) შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალი მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების მიხედვით; ზ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს; თ) უზრუნველყოს სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროულად ინფორმირება; ი) უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროულად ინფორმირება; კ) პოპულარიზაცია გაუწიოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკურ მეთოდებს და ხელი შეუწყოს მათ დანერგვას; ლ) შეაგროვოს და დაამუშაოს ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაციები დაინტერესებულ პირებს მათი სპეციფიკაციის მიხედვით; მ) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტში მექანიზაციის ხელმისაწვდომობაზე ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ; ნ) შეაგროვოს ინფორმაცია ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ და შესთავაზოს დაინტერესებულ პირებს მათი გამოყენების მართებული მეთოდები; ო) გაუწიოს კონსულტაციები დაინტერესებულ პირებს: ო.ა) მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონისძიებების და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ; ო.ბ) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ; ო.გ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით; ო.დ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, წლის განმავლობაში აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ; პ) პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს, მათი დანერგვის მიზნით; ჟ) აქტიურად ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან; რ) უზრუნველყოს სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ს) გასცეს რეკომენდაციები მერძეული და მეხორცული მიმართულების, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ; ტ) მონაწილეობა მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში, განახორციელოს სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება; უ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში და უზრუნველყოს კოორდინირებული საქმიანობა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს: ფ.ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას; ფ.ბ) ბიოაგროწარმოებას; ფ.გ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების გავრცელებას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.11.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-196. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.22.032.016214.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.11.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-196, 09.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3428768/