„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის N2-141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-230 |
|
2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის №2-141 ბრძანებაში (ვებგვერდი 17/06/2013, სარეგისტრაციო კოდი:340170000.22.032.016108) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „8“ და „9“ პუნქტები; „8. პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 9. პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე; ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციები 1. პოლიტიკისა და სტრატეგიის სამმართველოს კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) სოფლისა ან/და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (შემდგომში - სტრატეგია) და შესაბამისი სამოქმედო გეგმის (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შემუშავების კოორდინაცია; ბ) შესაბამისი ანგარიშგების ფორმების მეშვეობით და საჭირო მონაცემთა შეგროვების და ანალიზის ვადების გათვალისწინებით, სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი; გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ანალიზის ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და შესაბამისად სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა; დ) სტრატეგიის განხორციელების შეფასების კოორდინაცია, მათ შორის შეფასებისათვის შექმნილი სპეციალური ჯგუფის მეშვეობით; ასევე, შეფასების ანგარიშის შემუშავება; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგემების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა. ვ) სოფლის მეურნეობის დარგში იდენტიფიცირებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სამინისტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევების ჩატარება, რეკომენდაციების შემუშავება ან/და მიღებული შედეგების დამუშავებული სახით სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული პირისთვის; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ი) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; კ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 2. სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს ინფორმაციული საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესწავლა, შედეგების ანალიზი და საჭირო ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, ინფორმაციის შეგროვების მიზნით, შერჩევითი და სხვა სახის გამოკვლევების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) სოფლის მეურნეობაში არსებულ პროექტებზე ინფორმაციის მოძიება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი; გ) საქართველოში აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების შესახებ ინფორმაციის მოგროვების წყაროების განსაზღვრა, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და პროდუქტთა შედარებითი უპირატესობების განსაზღვრა შემდგომში იმპორტ-ჩანაცვლების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით; დ) სოფლის მეურნეობის დარგში კვლევის/გამოკითხვის ჩატარება პრობლემების აღმოჩენის მიზნით. აღმოჩენილი პრობლემების გადასაჭრელად შეხვედრების ორგანიზება და სხვა დეპარტამენტების ჩართულობის უზრუნველყოფა; ე) კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებული სახით დაინტერესებული პირებისთვის წარდგენა; ვ) საექსპორტო ბაზრების შესახებ მიმოხილვების მომზადება; ზ) აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის, საექსპორტო პოტენციალის, იმპორტის ჩანაცვლების, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; თ) სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული სავაჭრო რეჟიმების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ი) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; კ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|