„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№ს-293
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №ს-293

2013 წლის 1 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქ­ტუ­­რული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში (გაზეთი „აჭარა“ №124 (22.868), 01.09.2007 წ., გვ. 4, შეტანლ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) მინისტრის ბრძანებებისა და რეზოლუციების ანალიზი და შესრულებაზე ზედამხედველობა;

გ) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, ელექტრონული (პროგრამული) დამუშავება და მოძრაობის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან (დაწესებულებებთან);

ე) საქმისწარმოების (მ.შ. ელექტრონული) ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე, სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

ვ) სხვადასხვა წარმომადგენლობითი დელეგაციების მიღების ორგანიზება;

ზ)  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  ერთეულების კომპიუტერული ქსელით, საოფისე და საკანცელარიო ინვენტარით უზრუნველყოფა;

ი) ადამიანური რესურსების მართვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის     მიმართულებით  საქმიანობობების განხორციელება და მონიტორინგი;

კ) სამინისტროს საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობების  შემუშავებისა და  დახვეწის უზრუნველყოფა, ასევე, სამუშაო აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების  განსაზღვრა და ჩამოყალიბება;

ლ) შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, სისტემის მუშაობის მონიტორინგი და მის დახვეწასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

მ) წახალისებისა და მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა;

ნ) შესასრულებელ სამუშაოსთან სამინისტროს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი პროცესების (ატესტაცია და სხვა)  ორგანიზება, ასევე, პერსონალის შერჩევის სისტემის (სტაჟირება, პრაქტიკა, კონკურსი და სხვა) ჩამოყალიბება/დანერგვა და განვითარება;

ო) თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების ერთიანი მონაცემთა ბაზების შემუშავება, დანერგვა, განვითარება (ერთიანი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული პროგრამის დანერგვა), პერსონალის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების საჭიროების განსაზღვრის მიმართულებით პროცესების ორგანიზება;

პ) საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა  და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;

ჟ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორცილება, ასევე, თანამშრომელთათვის სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევის უზრუნველყოფა;

რ) შრომის შინაგანაწესის პროექტის მომზადებისა და შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ს) სამინისტროს საქმიანობის მიმართულებების შესაბამისად, სარეკლამო ფლაერების, კატალოგების, ბუკლეტების და საინფორმაციო ხასიათის მასალების, პიარ ღონისძიებების, შეხვედრების, მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების დაგეგმვა, მომზადება და ორგანიზება;

ტ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფა, ასევე, სოციალურ ქსელებში სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის განთავსება;

უ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროცესების შესახებ, მათ შორის, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო სახის მასალების მომზადება, პრესკოფერენციების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ფ) სამინისტროს შენობის კომუნალური და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, ინტერნეტი და სხვა) გამართული ფუნქციონირების  უზრულველყოფა;

ქ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

2. მე-5 მუხლის „5.1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“.

3. მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ელექტრონული დოკუ­მენტ­ბრუნვის უზრუნველყოფა;“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება

მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, საკანცელარიო ნივთებით, საბეჭდი ქაღალდით, გასამრავლებელი და კომპიუტერული ტექნიკის მუშაობისათვის აუცილებელი მარაგ-ნაწილებით, საღებავებით და სხვა მასალებით სამინისტროს დროული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სხდომების, მინისტრის თათბირებისა და სამინისტროს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, სხდომათა დარბაზების სათანადო აპარატურებით უზრუნველყოფა მინისტრის თათბირების, კონფერენციების, ბრიფინგების, მიღებებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და ავტომატიზებული სისტემით მომსახურება;

ე) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის შიგნით და მიმდინარე ტერიტორიაზე სათანადო სისუფთავისა და სანიტარიული წესრიგის დაცვა;

ვ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.“.

5. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის     მიმართულებით  საქმიანობების განხორციელება და მონიტორინგი;

ბ) სამინისტროს საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობების  შემუშავებისა და  დახვეწის უზრუნველყოფა;

გ) სამუშაო აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების  განსაზღვრა და ჩამოყალიბება;

დ) შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების შემუშავება  და დანერგვა, სისტემის მუშაობის მონიტორინგი და მის დახვეწასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) წახალისებისა და მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა;

ვ) პერსონალის შერჩევის სისტემების ჩამოყალიბება/დანერგვა და განვითარება (სტაჟირება, პრაქტიკა, კონკურსი და სხვა სახის შერჩევის სისტემები;

ზ) შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულების კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით შეფასებების (საჯარო მოხელეთა ატესტაციის პროცესების)  ორგანიზება;

თ) ადამიანური რესურსების ერთიანი მონაცემთა ბაზების შემუშავება, დანერგვა, განვითარება (ერთიანი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული პროგრამის დანერგვა);

ი) პერსონალის განვითარების მიზნით  ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრისა და  პერსონალის განვითარების მიმართულებით პროცესების ორგანიზება;

კ) დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა  და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;

ლ) თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა;

მ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორცილება;

ნ) დასაქმებულთათვის სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევის უზრუნველყოფა;

ო) შრომის შინაგანაწესის პროექტის მომზადებისა და შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს საქმიანობის მიმართულებების შესაბამისად, სარეკლამო ფლაერების, კატალოგების, ბუკლეტების და საინფორმაციო ხასიათის მასალების, პიარ ღონისძიებების, შეხვედრების, მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების დაგეგმვა, მომზადება და ორგანიზება;

ჟ) სამინისტროს ადმინისტრაციული ვებგვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფა;

რ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირების უზრუნველყოფა  სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი  მიმდინარე პროცესების შესახებ, მათ შორის, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო სახის მასალების  მომზადებისა და   პრესკოფერენციების ორგანიზების უზრუნველყოფა);

ს) სოციალურ ქსელებში სამინისტროში  მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;

ტ) ადამიანური რესურსების მართვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით სამინისტროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე