„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №211 |
|
2017 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველო;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;“;
ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანცელარიის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;
ბ) ორგანიზება გაუწიოს სამსახურში საქმისწარმოებას, განახორციელოს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო აღრიცხვა-დამუშავება, განახორციელოს მათ შესრულებასა და მოძრაობაზე კონტროლი, სამსახურის უფროსს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საკონტროლო დავალებათა შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოს სამსახურის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, ასევე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დოკუმენტების დარეგისტრირება და ადრესატამდე დაგზავნა;
დ) უზრუნველყოს სამსახურში შემოსული კორეპონდენციის მიღება-აღრიცხვა, მათი სამსახურის ხელმძღვანელობისათვის და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის დაგზავნა, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების შესაბამისად);
ე) უზრუნველყოს არქივის წარმოება.
3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს სამსახურის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, სამსახურის პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად სამსახურის უფროსისათვის წინადადებების მომზადება, თანამშრომელთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის საჯარო თანამდებობებზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
დ) შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამსახურის თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
ვ) სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება.
4. საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების დადების, შესრულების და მოქმედების შეწყვეტა/შეჩერების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება და მათი წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელობისათვის;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან/შეთანხმებებთან დაკავშირებით სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების სისტემატური აღრიცხვა-განახლება და სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება, სამსახურის ხელმძღვანელობისათვის მათი განსახილველად წარდგენა;
ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კომპეტენტური შესაბამისი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;
ვ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების და ეფექტიანად წარმართვის მიზნით ერთობლივი პროექტების ინიცირება, კოორდინაცია და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) სამართალდაცვით სფეროში საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში და სამსახურის საქმიანობაზე მათი ზემოქმედების შეფასება;
თ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება და რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით;
ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი, სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელობისათვის;
კ) საჭიროების შემთხვევაში, საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ლ) სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანებების პროექტების ვიზირება;
ნ) სამსახურში შემოსული განცხადებების და საჩივრების განხილვა;
ო) სამსახურის ინტერესების წარმოდგენა საქართველოს საერთო სასამართლოებსა და სხვა დაწესებულებებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა).“.
3. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. ეკონომიკური დეპარტამენტი
1. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
2. ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვა და ორგანიზება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და პერიოდულობით შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა.
3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ტენდერის გამოცხადების ორგანიზების ხელშეწყობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადების ორგანიზება და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.“.
4. 42 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 მუხლი:
„მუხლი 43. სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველო
სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: სამსახურის სისტემაში დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი; სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდება; საგამოძიებო დეპარტამენტის ქვედანაყოფებიდან დადგენილი წესით გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავის კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანოების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.“.
5. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|