„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-44
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016175
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-44

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში (ვებგვერდი, სსმ, №50, 27/04/2009 სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.019) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის დარგების განვითარების მიზნით  პროგრამების შემუშავება;

ბ) აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა;

დ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება;

ე) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და  მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია.“

2. 31 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარატამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. დარგობრივი განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) მემცენარეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის დარგებში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და მათი განვითარების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით ფერმერთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა;

ე) სოფლის მეურნეობაში ცალკეული მიმართულებების განვითარების მიზნით მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და/ან შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) მეთესლეობის, ნერგის წარმოების, მეცხოველეობის და თევზის სანაშენე საქმის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის თანამედროვე ტექნოლოგიების და ტექნიკის შესახებ ცნობადობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით სათანადო რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ი) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სურსათის უვნებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში  ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში  ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება;

ბ) ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის  სფეროში რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე, არსებულ საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის მიახლოების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კრიზისული მდგომარეობის მართვისა და საგანგებო ზომების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მეთოდური რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლობო, სამეცნიერო  და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული საქმიანობა;

ი) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანმრთელობისათვის აუცილებელი, დეფიციტური ინგრედიენტებით (მიკროელემენტებით, ვიტამინები და სხვა) სურსათის გამდიდრების (ფორტიფიცირების) მიზნით პროგრამების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მათი დაძლევის შესახებ წინადადებების შემუშავება;

მ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.02.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-44. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.032.016175.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-44, 20.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016175 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2724498/