„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №119 |
|
2023 წლის 22 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტი;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი;“.
2. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის:
ა) ქვეყანაში სურსათის ინდუსტრიის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება და/ან განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში პროგრამების, პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (SPS, კომპეტენციის ფარგლებში, და სხვ.) შესრულების მიზნით, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე) შესაბამისობის შეფასების სისტემის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ლაბორატორიული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
ვ) გასტროტურიზმის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სურსათის ინდუსტრიის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ) ქვეყანაში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების პოლიტიკის შემუშავება და განვითარება, პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. პროდუქტის ბრენდინგისა და საერთაშორისო პრაქტიკის ხელშეწყობა, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება და სრულყოფა;
ი) სურსათის ინდუსტრიისა და ვაჭრობის სფეროებში, ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მისი განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი, ასევე ფორტიფიცირებულ სურსათთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) ვაჭრობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან თანამშრომლობა;
მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის:
ა) აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
ბ) მეცხოველეობის, მემცენარეობის, აკვაკულტურის დარგების განვითარების მიზნით, პროგრამების შემუშავება;
გ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კონკრეტული პროგრამებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, სურსათის წარმოებასა და სასურსათო ბაზარს შორის არსებული კავშირების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების/პროგრამების მომზადება;
ვ) სოფლის განვითარებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კონკრეტული პროგრამებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) აგროსასურსათო სექტორის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების შეფასების საჭიროების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;
გ) მე-3 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების, ასევე გარემოსდაცვითი ეროვნული პროგრამისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) შემუშავების კოორდინაცია;“;
გ.ბ) „თ“ – „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) წინასწარ შერჩეული აგროსასურსათო პროდუქციისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით ბაზრის ანალიზის განხორციელება. პროდუქციის წარმოების, საექსპორტო პოტენციალის, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და სხვა მონაცემების ანალიზი;
ი) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;
კ) სოფლის განვითარების ეროვნული ქსელის კოორდინაცია;
ლ) ტერიტორიაზე დაფუძნებული (ქვევიდან ზევით მიდგომა) სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაცია.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.03.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.03.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №119. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.023953.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №119, 22.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023953 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5757423/