,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
340010000.32.057.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №40

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დე­ბუ­­ლების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით  (გაზეთი ,,აჭარა” 06.04.2007წ., №54 (22.798), გვ.7-9) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავი­სუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღ­ვანელებსა და სამინისტ­როს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამ­სახუ­რეებს. დასანიშ­ნად წარუდ­გენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის ხელმძღ­ვა­ნელის მოადგილის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღ­ვა­ნელის კანდიდატურას;“.

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანა­ყოფებია:   

       ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

       ბ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი;

       გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების  დეპარტამენტი;

       დ) იურიდიული დეპარტამენტი;

       ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

       ვ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური.“

გ) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

   ,,მუხლი 9. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი

   საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

   ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

   ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მიერ წარმოდ­გენილი კვარტა­­ლური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი;

   გ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეუ­ლობათა შეფასება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;

   დ) სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რესურსების ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი;

   ე) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ხარჯების მიზნობრიობის დამადას­ტუ­რებელი აუცილებელი დოკუმენტაციის დეპარტამენტში მიღება და დაფინანსების ორგანიზება;

   ვ) სამინისტროს აპარატისა და ნაერთი კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;

   ზ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა.“

დ)   დებულების 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 101. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

   შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

   ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

   ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტია­ნობის შეფასება;   

   გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

  დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდა­ციების შემუშავება;

   ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

   ვ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

   ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

   თ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

   ი) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

   კ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;

   ლ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

   მ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართ­ველოს კანონმდებლობას, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართ­ველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“.

ე)   დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

  ,,მუხლი 102. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახური

   ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

   ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა;

   ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

   გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ერთიანი ბიუჯეტე­ბის პროექტის შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა;

   დ) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა;

   ე) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

   ვ)  სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნ­ველყოფა;

   ზ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება.“

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე