„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №-6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ქობულეთი
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2010 წლის 12 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მ დაადგინა:
1. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2010 წლის 12 ივლისის №-6 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“ 13.07.2010 წ., №-76, გვ.7) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი სახის ცვლილებები:
2. 21 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა“;
„ლ) ინვენსტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვენსტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთელთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;“.
3. 21 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;“.
4. 21 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას:
5. 21 მუხლის მე-11 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) მუნიციპალური არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“.
6. 803 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და/ან თანამდებობის პირი ვალდებულია ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე;“.
7. 804 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი (ინიციატორები) ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 10 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს.
„7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.
8. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ს“ ქვეპუნქტი;
თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი საკრებულოს თავმჯდომარე მინდობილობის (რწმუნებელობის) ან და ინდივიდუალურ ი სამართლებრივი (ბრძანება) აქტის საფუძველზე უფლებამოსილებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ხელი მოაწეროს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და სარგებლობაში განკარგვისას შესაბამის ხელშეკრულებებზე, მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურში ადმინისტრაციული წესით წარმოებულ საქმეზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტზე (ბრძანება) და სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე გაფორმებულ ხელშეკრულებას.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე