„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
140060000.35.108.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110503028, 10/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №20

2011 წლის 29 აპრილი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი ს მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1.  „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

2.  „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

     სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურებისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას;   

ბ) ხანძრების ჩაქრობის ღონისძიებებს;

გ) ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;

დ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას;

ე) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის და სამსახურის ორგანიზაციის დახვეწის მიზნით კონტროლს და მეთოდური დახმარების გაწევას დაქვემდებარებული დანაყოფისადმი;

ვ) ხანძრებზე სამსახურის დანაყოფების მუშაობის გაანალიზებას; წინადადებებისა და ღონისძიებების მომზადებას პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის;

ზ) ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ფორმირების ოპერატიულ მართვას;

თ) მიწისძვრის, წყალდიდობისას და ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სამაშველო ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას;

ი) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღებას სამაშველო ოპერაციებში საქართველოს მ თ ელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;

კ) ოპერატიულ რეაგირებას სამაშველო საჭირეობასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით თვითმმართველობის ორგანოების ხარჯთა ნუსხის პროექტების შემუშავებას და წარდგენას, სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად წინადადებების მომზადებას;

მ) დაქვემდებარებულ დანაყოფებში სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობის კონტროლს;

ნ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთანამშრომლობას მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;

ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

გ) დებულების მე-5 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე       ბ. ნარმანია

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.04.2011.
როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.04.2011. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 140060000.35.108.016040.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №20, 29.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.108.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1319311/