საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.546
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №105
2004 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ
სასწავლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობის შეცვლის აუცილებლობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავება განათლების სისტემის რეფორმის არსებითი ნაწილია, სახელმძღვანელოთა რეგულირების სფეროში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დასამკვიდრებლად, განათლების სფეროში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების აღმოსაფხვრელად, იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოთა საკონკურსო კომისიის მიერ 1999 წლის შემდეგ კონკურსზე წარმოდგენილმა სახელმძღვანელოებმა გაიარეს ექსპერტიზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის” დებულების მე-2 მუხლის თანახმად, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოების ნუსხა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2. გაუქმებულია „დამხმარე სახელმძღვანელოს” გრიფი.
3. ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების პედსაბჭო და სამეურვეო საბჭო ერთობლივად ამტკიცებს მასწავლებლების მიერ სასწავლო საგნების მიხედვით შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოების ფარგლებში. ნუსხით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შეცვა ან ახლის დამტკიცება სასწავლო წლის განმავლობაში დაუშვებელია.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის საჯაროობას, რომლის დამოწმებულ ასლს უგზავნიან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა.
5. დაუშვებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ნებისმიერი სახის მითითების ან რჩევის მიცემა სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევის შესახებ.
6. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების ნაშრომები არ შედიან ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოების ჩამონათვალში.
7. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №636 „სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის დებულების თაობაზე”.
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ“?
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ“ მიღებულია 02.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №105. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.11.101.006546.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.06.2005-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ“, №105, 02.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 430010000.11.101.006546 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1347032/