„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 15 მარტის №191 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.856
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 30/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.856

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 

ბრძანება №48

2007 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 15 მარტის №191 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი,  მე-3 და მე-7 ნაწილების, 62-ე, 63-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის№37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ  პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის  №448  ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის  შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 15 მარტის№191 ბრძანების პირველი მუხლის ,,ჟ“ პუნქტის ,,ჟ.ე“ ქვეპუნქტი.

2. ცვლილება შევიდეს აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის ,,ჟ“ პუნქტის ,,ჟ.ვ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ.ვ) ამ პუნქტის „ჟ.ა.“, „ჟ.ბ.“, „ჟ.გ.“ და „ჟ.დ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თერჯოლის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-16 პუნქტად მითითებული სოფ. თავასის და მე-15 პუნქტად მითითებული სოფ. ვარდიგორის საჯარო სკოლები, რომელიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 27-ე პუნქტად მითითებული სოფ. გოგბერაშვილების საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 22-ე პუნქტად მითითებული სოფ. ძევრის  №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-13 პუნქტად მითითებული სოფ. ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;“.

3. ცვლილება შევიდეს პირველი მუხლის ,,პ“ პუნქტის ,,პ.დ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“პ.დ) ამ პუნქტის „პ.ა.“, „პ.ბ.“  და „პ.გ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამტრედიის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 41-ე პუნქტად მითითებული სამტრედიის საღამოს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 35-ე პუნქტად მითითებული სოფ. დაფნარის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მე-19 პუნქტად მითითებული დიდი ჯიხაიშის ალ. ყაზბეგის სახელობის  №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე.“.

4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ბათილად ცნობის დღიდან.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ლომაია