„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №466 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.857
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.857

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №49

2007 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №466 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, 62-ე, 63-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №466 ბრძანების პირველი მუხლის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ბ“ და ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ და ,,გ.ე“ ქვეპუნქტები.

2. ცვლილება შევიდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №466 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დუშეთის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-17 პუნქტად მითითებული დუშეთის №3 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საშუალო საფეხურზე, მე-19 და 23-ე პუნქტებად მითითებული სოფ. ლამოვანის და სოფ. შუახევის საჯარო სკოლები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე.“.

3. ცვლილება შევიდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №466 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ვ) ამ პუნქტის „გ.ა“, „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ლაგოდეხის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 25-ე პუნქტად მითითებული სოფ. გურგენიანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-2 პუნქტად მითითებული სოფ. საქობოს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საშუალო საფეხურზე.“.

4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ბათილად ცნობის დღიდან.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია