ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№140/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016177
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110826015, 29/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №140/ნ

2011 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ”  ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №1 საჯარო  სკოლ ის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №2  საჯარო სკოლ ის   რეორგანიზაცია,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №1 საჯარო სკოლ ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ თან – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №2  საჯარო  სკოლ ასთან  მიერთების გზით 2011 წლის 26 აგვისტომდე;

2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძან ების (სსმ, 26.09.2005, №112 მუხლის 1233)  მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-8 გრაფა.

3. საჯარო სამართლის იურიდიულ მა პირ მა– ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №2  საჯარო სკოლ ამ  განახორციელოს სწავლება  ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძან ების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233)  მე-3  დანართის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

5

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-ქალაქ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა

 

სოფელი ჩაისუბანი

 

დაწ-საბ-საშ

 

4.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

5. ეს ბრძანება, გარდა მე-2 და მე-3  პუნქტებისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

6. ბრძანების  მე-2 და მე-3  პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 26 აგვისტოდან.         

. შაშკინი