ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №151/ნ
2011 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირ ის – ქ. თბილისის №148 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 15 სექტემბრამდე.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის №148 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ი ორგანოს – ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონი ს საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
3. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნ ე ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონი ს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 32-ე გრაფა.
4. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირ ებ ის – დაბა ახალგორის №1 საჯარო სკოლის, დაბა ახალგორის №2 საჯარო სკოლის, დაბა ახალგორის №3 საჯარო სკოლის, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალაანის საჯარო სკოლის, სოფ. ლარგვისის საჯარო სკოლის, სოფ. კორინთის საჯარო სკოლის, სოფ. ბაზუანის საჯარო სკოლის, სოფ. ზემო ბოლის საჯარო სკოლის, სოფ. წინაგრის საჯარო სკოლის, სოფ. ორჭოსნის საჯარო სკოლის, სოფ. ზაყორის საჯარო სკოლის, სოფ. მოსაბრუნის საჯარო სკოლის, სოფ. საძეგურის საჯარო სკოლის, სოფ. იკოთის საჯარო სკოლის, სოფ. ახმაჯის საჯარო სკოლის და სოფ. ძუკაანთკარის საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 15 სექტემბრამდე.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირ ებ ის – დაბა ახალგორის №1 საჯარო სკოლის, დაბა ახალგორის №2 საჯარო სკოლის, დაბა ახალგორის №3 საჯარო სკოლის, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალაანის საჯარო სკოლის, სოფ. ლარგვისის საჯარო სკოლის, სოფ. კორინთის საჯარო სკოლის, სოფ. ბაზუანის საჯარო სკოლის, სოფ. ზემო ბოლის საჯარო სკოლის, სოფ. წინაგრის საჯარო სკოლის, სოფ. ორჭოსნის საჯარო სკოლის, სოფ. ზაყორის საჯარო სკოლის, სოფ. მოსაბრუნის საჯარო სკოლის, სოფ. საძეგურის საჯარო სკოლის, სოფ. იკოთის საჯარო სკოლის, სოფ. ახმაჯის საჯარო სკოლის და სოფ. ძუკაანთკარის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. ახალგორის საგანმანათლებლო რესურცენტრი.
6. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ 26.09.2005 №112 მუხლის 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნ ე ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა ახალგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავი.
7. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნ ე ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ერედვის თემ ის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლის თავი.
8. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 26.09.2005, №112, მუხლი 1233) №2 დანართში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ნუსხას დაემატოს 67-ე პუნქტი:
| № | სახელწოდება | მისამართი | საფეხური |
| 1 | ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ- მამისაან თ უბნის საჯარო სკოლა | სოფ. ერგნეთი | დაწ-საბ-საშ |
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
10. ეს ბრძანება, გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
11. ბრძანების მე-3 და მე-6პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 15 სექტემბრიდან.
დ. შაშკინი