ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№72/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.014971
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 12/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.971

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება№72/ნ

2010 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის  15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისი, გუმათის №2 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2010 წლის 25 აგვისტომდე;

2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005წ., №112, მუხლი 1233) №4 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-2 გრაფა;

3. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ.ზემო ბოდბის №2 საჯრო სკოლის ლიკვიდაცია 2010 წლის 25 აგვისტომდე;

4. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005წ., №112, მუხლი 1233) №4 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-4 გრაფა;

5. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კოხნარის №2 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2010 წლის 25 აგვისტომდე;

6. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005წ., №112, მუხლი 1233) №4 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-5 გრაფა;

7. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურჯაანის ცერებრული დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2010 წლის 31 დეკემბრამდე;

8. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005წ., №112, მუხლი 1233) №4 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-12 გრაფა;

9. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფ. კაჭრეთის №2 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2010 წლის 31 დეკემბრამდე;

10. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005წ., №112, მუხლი 1233) №4 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-7 გრაფა;

11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;

12. ეს ბრძანება, გარდა  მე-2, მე-4, მე-6, მე-8 და მე-10  პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნე-ბისთანავე;

13. ბრძანების მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 25 აგვისტოდან;   

14. ბრძანების მე-8 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან.   

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                ა. სეფერთელაძე