„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№513
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.010.615
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 19/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.615

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №513

2007 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. სამტრედიის №13 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე; ქ. სამტრედიის №14 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე; ქ. სამტრედიის №5 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე; სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. იანეთის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. გარდაბნის №2 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სოფ. ჯიღაურის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე;

დ) ქ. თბილისის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. თბილისის №109 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე; ქ. თბილისის №197 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე; ქ. თბილისის №204 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე; ქ. თბილისის №125 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ე) კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სოფ. ერთაწმინდის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხაში მითითებულ სკოლებს შეეცვალოთ სახელწოდება: ქ. ზუგდიდის №16 საჯარო სკოლას შეეცვალოს ნუმერაცია და ეწოდოს ქ. ზუგდიდის №10 საჯარო სკოლა; ქ. ზუგდიდის №14 საჯარო სკოლას შეეცვალოს ნუმერაცია და ეწოდოს ქ. ზუგდიდის №12 საჯარო სკოლა; ქ. ზუგდიდის №15 საჯარო სკოლას შეეცვალოს ნუმერაცია და ეწოდოს ქ. ზუგდიდის №7 საჯარო სკოლა;

ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სოფ. დარჩელის №2 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

თ) საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სოფ. გორის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე.

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სოფ. ნამონასტრევის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.

ა. ლომაია