ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№628
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.008809
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 27/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.809

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №628

2006 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს ქვემოთმოყვანილი სკოლები და შესაბამისი ცვლილება შევიდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექ-ტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, №112, მუხლი 1233):

რეორგანიზებულ იქნეს ქ. თელავის №8 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს ქ. თელავის №2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. შესაბამისად, ქ. თელავის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. თელავის №8 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია