„საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.09.2006 ბოლო ცვლილება 13.07.2007
ნომერი
№835
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.009.378
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.378

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №835

2006 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგიერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტების, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის №205 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია.

2. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა საჯარო სკოლის ლიკვიდაცია.

3. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თელავის №10 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – თელავის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

4. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მესტიის №3 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

5. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზუგდიდის №19 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ზუგდიდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

6. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დუშეთის რაიონის სოფ. პირმისაანთკარის საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – დუშეთის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

7. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაგოდეხის №4 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.07.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"?
„საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ" მიღებულია 22.09.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №835. სარეგისტრაციო კოდი — 430.030.000.22.022.009.378.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.07.2007-დან.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ", №835, 22.09.2006, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.378 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/67036/